მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ფერწერული ტილოები მუზეუმების მფლობელობაშია და ისინი თავდაპირველად შეძენის შემდეგ იშვიათად იყიდება. ეს ტილოები, როგორც წესი, მხატვრულად ფასდაუდებელია. თუ რაიმე მიზეზის გამო ისეთი ფერწერული ტილო, როგორიცაა "მონა ლიზა", გასაყიდად გამოტანილ იქნა, ის უეჭველად ყველაზე მაღალ ფასში გაიყიდებოდა, ვინემ რომელიმე ქვემოთ მოყვანილი ნახატი.
გინესის რეკორდების წიგნში "მონა ლიზას" უმაღლესი სადაზღვევო ღირებულება აქვს, რომელიც კი მიცემულა რომელიმე ნახატისთვის ხელოვნების ისტორიაში. ის შეფასებულ იქნა 100 მილიონად. 1962 წლის 14 დეკემბერს სანამ მას აშშ-ში საგამოფენო ტურით გაიტანდნენ. ინფლაციის გათვალისწინებით 2004 წელს ეს თანხა 626.821.192,00 დოლარის ექვივალენტური იქნებოდა. ლუვრმა გადაწყვიტა გაყიდვის ნაცვლად თანხა ნახატის დაცვის სისტემაში დაებანდებინა.
აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაყიდულ ტილოთა სია:
ნახატი–ავტორი–ფასი–გაყიდვის წელი–აუქციონი.
1. ”NO. 5, 1948“ – ჯ. პოლოკი 140 მილიონი დოლარი. 2006. კერძო.
2. “ქალი III“ – უილემ დე კოონინგი 137.5 მილიონი დოლარი. 2006. კერძო.
3. “ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი“ – გუსტავ კლიმტი 135 მილიონი დოლარი. 18 ივნისი, 2006. დახურულ აუქციონზე.
4. “ექიმი გაშეს პორტრეტი“ – ვინსენტ ვან გოგი. 82.5 მილიონი დოლარი. 15 მაისი, 1990. კრისტის აუქციონი, ნიუ-იორკი
5. “წვეულება მულენ-დე-ლა-გალეში, მონმარტრი“ – პიერ-ოგიუსტ რენუარი. 78 მილიონი დოლარი. 17 მაისი, 1990 სოზების აუქციონი, ნიუ-იორკი
6. “ბიჭი ჩიბუხით“ – პაბლო პიკასო 104,1 მილიონი დოლარი. 4 მაისი, 2004. სოზების აუქციონი.
7. “ირისები“ – ვინსენტ ვან-გოგი. 49 მილიონი დოლარი. 11 ნოემბერი, 1987 სოზების აუქციონი.
8. “უცოდველთა მკვლელობა“ – პიტერ პოლ რუბერნსი 76.7 მილიონი დოლარი. 10 ივლისი, 2002 სოზების აუქციონი
9. “პიერეტის ღამეები“ – პაბლო პიკასო. 49 მილიონი დოლარი. 30 ნოემბერი, 1989.
10. “ავტოპორტრეტი უწვეროდ“ – ვინსენტ ვან-გოგი. 65 მილიონი დოლარი. 19 ნოემბერი, 1998 კრისტის აუქციონი.
11. “ფარდა, დოქი და ხილის ლამბაქი“ – პოლ სეზანი. 60.5 მილიონი დოლარი. 10 მაისი, 1999 სოზების აუქციონი.