ელტონ ჯონმა მუსიკალური კარიერა დაასრულა

ელტონ ჯონმა მუსიკალური კარიერა დაასრულა

როგორც ჩანს, ცნობილ ბრიტანელ მომღერალს – სერ ელტონ ჯონის, მსახვრალმა სიბერემ შეუტია, რადგან მომღერალმა თანამემამულე ტაბლოიდებს განუცხდა, რომ იგი ახალი სიმღერების შექმნას აღარ აპირებს და შეიძლება ითქვას, რომ მომღერლის კარიერას ოფიციალურად ასრულებს.

სხვათა შორის, ელტონ ჯონის მსგავსი განცხადება 2 წლის წინაც ჰქონდა გაკეთებული, თუმცა უმიკროფონოდ გაძლება, როგორც ჩანს ძალზედ გაუჭირდა და ორი ახალი სიმღერა მაინც შექმნა და შეასრულა. ამჯერად კი, ელტონის თქმით, მისი გადაწყვეტილება საბოლოოა.

ერთ–ერთი ამერიკული მუსიკალური ჟურნალი, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ წერდა, რომ ელტონ ჯონის – როგორც მომღერალის შესაძლებლობები, მისი ასაკის გამო,  რამდენადმე შემცირდა და ჟურნალის მუსიკალური მომომხილველი, რაინდად სახელდებულ ელტონ ჯონის, კარიერის დასრულებას ურჩევდა.

ინგლისში არ გამორიცხავენ, რომ მუსიკოსმა ეს გადაწყვეტილება სწორედ მუსიკალური კრიტიკოსის შეგონების შემდეგ მიიღო. თუმცა, თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ ელტონ ჯონი კარიერას ადრინდელის მსგავსად საბოლოოდ მაინც ვერ დაასრულებს და იგი სცენაზე მომავალშიც არაერთხელ გამოჩნდება.