სტრასბურგში საქმეს რუსეთსაც გაურჩევენ და საქართველოსაც

სტრასბურგში საქმეს რუსეთსაც გაურჩევენ და საქართველოსაც

[დალი ბჟალავა]
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებამონაცვლე პირთა სახელით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი გაგზავნა.

„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ იურისტების განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო კონვენციების თანახმად, ქართულ მხარეს უნდა მოეხდინა მშვიდობიანი მოსახლეობის გაფრთხილება-ევაკუაცია.

გარდა ამისა, მინსკის კონვენციით, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ 1993 წელს მოაწერა ხელი, საქართველომ და რუსეთმა იკისრეს ვალდებულება ერთმანეთისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ.

რუსეთს ასევე ევალებოდა საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელზეც კონტროლი დაამყარა, მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობის დაცვა.

- “ეს არის კატეგორია დანაშაულებისა, როდესაც მოკლეს ადამიანები, აფეთქებებისა და საომარი მოქმედებების დროს, დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ასევე სამოქალაქო პირები, რომლებიც ტყვეობაში მოხვდნენ. ასევე არის გაუპატიურების საქმე, რომელსაც გორის რაიონში მოხდა.

2008 წლის 12 აგვისტოს დაზარალებულმა ჩვენება მისცა, მაგრამ გამოძიებამ არაფერი არ გააკეთა. მაშინ ხუთი წერილი მივწერეთ პროკურატურას. და იქიდან არანაირი წერილობითი პასუხი არ მიგვიღია. დავასაბუთეთ, რომ არანაირი აზრი არ აქვს ქვეყნის შიდა მექანიზმებს და ამიტომ შეგვიძლო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის”. -აცხადებს ,,ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის’’ ხელმძღვანელი, ადვოკატი ლია მუხაშავრია. მისი თქმით ევროსასამართლომ ამ საქმეზე დიდი ყურადღება გამოიჩინა.

სარჩელი საკმაოდ გვიან გაიგზავნა, პროცესი ასე რატომ გაჭიანურდა?
- იმიტომ გაჭიანურდა, რომ ჩვენ ყველა საქმეზე, მოკლულებზე, დაჭრილებზე, ვითხოვდით, ერთის მხრივ ჩვენს პროკურატურას გამოეძია, მეორეს მხრივ კი მინსკის კონვენციის საფუძველზე რუსეთის ფედერაციისთვის მიემართა და იქ გაეგზავნათ სამართლებრივი დახმარების მოთხოვნით დავალება რა მოქმედება უნდა ჩაეტარებინა რუსეთის პროკურატურას.

ვის უნდა მიემართა - ქართულ მხარეს?
- დიახ, ქართულ მხარეს. მინსკის კონვენციის მიხედვით მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს პროკურატურაა უფლებამოსილია მიმართოს სხვა ქვეყნის შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარების მოთხოვნით.

მინსკის კონვენცია რას გულისხმობს?
- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1993 წელს ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის დაიდო საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მინსკის კონვენციის სახელითა ცნობილი. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები სამართლებრივ საკითხებში, როგორც სისხლის ასევე სამოქალაქო სფეროში თანამშრომლობენ. ის რაც შეუძლბელელია სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელოს ერთი ქვეყნის საგამოძიებო ორგანომ, ამ კონვენციის საფუძველზე მოთხოვნას გზავნის, მაგალითად სასამართლოს სჭირდება მოპარული ნივთის ამოღება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.

ჩვენი სასამართლოს იურისდიქცია კი იქ არ ვრცელდება, ამიტომ სასამართლოს გამოაქვს დადგენილება, რომ ამოღება უნდა ჩატარდეს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, მიმართავს იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია მიმართოს იმ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს. როდესაც საქმე ეხება საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, მაშინ იმ ტერიტორიაზე, სადაც სხვა ქვეყნის იურისდიქციაა, მაშინ ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა უნდა მიმართოს იმ ქვეყნის გენერალურ პროკურატურას.

რა სიტუაციაა მაშინ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა საუბარი?
- ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ის ქვეყანა, რომლის სამხედრო ძალებმაც ამ ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა.

თუმცა ძალზე მნიშვნელოვანია ოკუპაციის მომენტის განსაზღვრა. როდესაც აქტიური სამხედრო მოქმედებები მიდის ჩვენთანა არ მომხდარა მაგრამ, ხდება ტერიტორიის კონტროლის გადასვლა ერთი მხარიდან მეორეზე, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ძალიან ცალსახაა, როდის მოხდა იმ კონკრეტული ტერიტორიის ოკუპაცია, რომელ დღეს, რომელ საათზე და ამ მომენტიდან რუსეთის შეიარაღებული სამხედრო ძალები ახორციელებენ იმ ტერიტორიის ეფექტურ კონტროლს, შესაბამისად საქართველოს იურისდიქცია იმ ტერიტორიაზე იმ მომენტიდან აღარ ვრცელდებოდა. და საბოლოდ ოკუპაციის შემდეგ იქ საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება. ვრცელდება რუსეთის იურისდიქცია და ჩვენ მივმართავთ ჩვენს პროკურატურას, რომ მიმართოს თავის კოლეგებს რუსეთში.

საქართველოს პროკურატურისგან რა პასუხი მიიღეთ?
- ჩვენმა პროკურატურამ ერთხელ მოგვწერა და სულ ერთი წინადადება, რომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა გართულებულიაო.

ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ჩვენმა მხარემ ან რუსეთმა ხომ არ მოახდინა მინსკის კონვენციის დენონსაცია, სპეციალურად მივმართეთ საქართველოს პარლამენტს და მივიღეთ დადასტურება, რომ მინსკის კონვენცია ძალაშია არანაირი ცვლილება მოქმედების თვალსაზრისით არ მომხდარა.

შესაბამისად პროკურატურის პასუხიც რომ გართულებულია ურთიერთობა არ არის დასაბუთებული და არ არის კანონიერი ჩვენი პროკუარუტრა თავს ვერ გაიმართლებს, მათ არც კი უთქვამთ, რომ მივმართეთო. მაშინ მათი ვალდებულება იქნებოდა დასრულებული.

ამის მიუხედავად ჩვენ კარგად ვიცით მინსკის კონვენციის მოთხოვნები ჩვენც თვითონაც მივმართეთ რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურას, და საგამოძიებო დეპარტამენტს ცალ-ცალკე ერთი და იგივე შინაარსის წერილით ამ ფაქტების გამო თქვენ აწარმოებდით თუ არა გამოძიებას და გვაცნობეთ რა შედეგი დადგა.

თუ არ არის გამოვლენილი დამნაშავე პირი, ჩვენ ეს მიწერ-მოწერა დავიწყეთ დაახლოებით ორი თვეა და იქიდან პასუხი, რომც არ მოვიდეს, ჩვენ ჩვენი ვალდებულება შევასრულეთ.

შარშან კოლეგა ორგანიზაციას, რუსეთის გენერალური პროკურატურიდან მოუვიდა პასუხი ასეთი კატეგორიის საქმეებზე, თქვენ არ ხართ უფლებამოსილი მხარე, უფლება მოსილია საქართველოს გენერალური პროკურატურა.

ჩვენ ჩვენი სახელითაც მივწერეთ, რადგან შიდა სამართლებრივი მექანიზმების ამოწურვის ვალდებულება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მხარეს, ამით არ მივცემთ საბაბს სასამართლოს, რომ მან საქმის განხილვაზე უარი თქვას.

ქართულ მხარეს გამოძიება არ ჩაუტარებია ამიტომ საქმე სასამართლოს არ განუხილავს, ჩვენ შიდა მექანიზმები ამოვწურეთ და უკვე შეგვიძლია ვუჩივლოთ ორივე სახელმწიფოს.

ქართულ მხარეს რატომ უჩივით?
- ორივეს მხარის მიმართ გვაქვს ძალიან სერიოზული მოთხოვნები: ჩვენ ვამტკიცებთ, რომ საქართველოს მთავრობამ არ დაიცვა საერთაშორისო ჩვულებითი სამართლის და ჟენევის კონვენციის მოთხოვნები.

საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობა არ გააფრთხილა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და არ გაუკეთა ევაკუაცია, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია იმასთან, რომ ადამიანები აფეთქების შედეგად დაიღუპნენ ან ტყვეობაში აღმოჩნდნენ.

საქართველოს მთავრობას ასევე ვუყენებთ ბრალდებად, რომ მან არ დაიცვა მოქალაქეების სიცოცხლე, შეტყობინებისა და ევაკუაციის გარდა მათ ეკისრებოდათ სხვა ღონისძიების გატარებაც, რომ ადამიანების სიცოცხლე დაეცვა, მაგრამ თუ მაინც დაიღუპა ადამიანები, მთავრობას ეკისრება ვალდებულება, რომ გამოიძიო სრულყოფილად რაც ნიშნავს, რომ დამნაშავე პასუხისგებაში მიეცემა.

ეს არ გაკეთებულა, და მოპყრობა გარდაცვლილების დაჭერილების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ არის არაადამიანური, ადამიანებმა მათი ახლობლების გარდაცვალების შესახებ იციან თუ ვინემ გადასცა ცნობა და ასე კი არ უნდა იყოს, სახელმწიფომ ოჯახის წევრებს დაუდოს სარწმუნო ახსნა განმარტება. რამ გამოიწვია სიკვდილი და რომ ეს პირი პასუხისგებაშია მიცემული.

სხვაგვარად თუ სახელმწიფო ამას არ აკეთებს ოჯახის წევრებისთვის ეს არის უდიდესი ტკივილი და ტანჯვა და ადამიანურად ეს გასაგებია ამის გამო ირღვევა ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე მუხლი.

როცა დამნაშავეზე ვსაუბრობთ კონკრეტულ პიროვნებამდე მივდივართ?
– კონკრეტულ პიროვნებამდე ვერ მივდივართ იმის გამო, რომ გამოძიებაც კი არ დაუწყიათ კონკრეტულად ვინ იყო დამნაშავე, და მეორეც ჩვენ ეს ვალდებულება არც გვეკისრება, როგორც გამსამჩივრებელ მხარეს. საკმარისია ვამტკიცოთ, რომ მოპსაუხე მხარემ ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ დაარღვია ევროკონვენციის ნაკისრი გამოძიებისა და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის საკითხი.

გარდა ამისა ჩვენ ვედავებით საქართველოს მხარეს, რომ მან არ შეასრულა ევროკონვენციით ნაკისრი ვალდებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უნდა ჰქონდეს საკმარისად კარგი სამართლებრივი მექანიზმები გამოძიების პასუხისგებაში მიცემის, სასამართლო განხილვის ფორმის სახით, რომ ამ ადამიანებმა ვისაც ახლობლები დაეღუპნენ, დაიჭრნენ ან იყვნენ ტყვეობაში დარღვეული უფლებები აღიდგინონ. და არ იყოს საჭირო სტრასბურგში გაქცევა.

რაც შეეხება ბრალდებებს, რომელსაც რუსულ მხარეს უყენებთ...
– მას შემდეგ რაც რუსეთმა ოკუპაცია განახორციელა ვალდებული იყო მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვაზე ეზრუნა. რაც არ გაკეთდა და ამის შედეგია, რომ ადამიანები დაიღუპნენ, დაიჭრნენ და ტყვეობაში ჩავარდნენ. ასევე რუსულმა მხარემ არ გამოიკვლია მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირების საქმე და არ მისცეს ისინი პასუხისგებაში. არ ითანამშრომლა ქართულ მხარესთან გამოძიების თვალსაზრისით, რუსული სამართლებრივი მექანიზმი არ აღმოჩნდა საკმარისად კარგი.

ქართული მხრიდან თანამშრომლობაზე მოთხოვნა თუ არ ყოფილა?
- მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ვალდებულნი იყვნენ, რომ დაეწყოთ გამოძიება, და ჩვენ ვიცით, რომ მათ ეს გამოძიება ჩაატრეს, რადგან ძალიან დიდი მოცულობის მასალებია შეტანილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

ომის დანაშაული, იმდენად მძიმე კატეგორიის დანაშაულია, რომ რუსული მხარე ვალდებულია ნებისმიერ მხარესთან ითანამშრომლოს რადგან მისი ინტერესებში უნდა იყოს დამნაშავე პირების გამოვლენა. კონკრეტული პირების დასჯით ის უფრო მაღალი რანგის პირებს პასუხისმგებლობას აარიდებს. რადგან, ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებზე, როგორც წესი პასუხი პირველ პირებს და მათ მოეთხოვებათ, ვინც საომარი მოქმედებების დაწყების ბრძანება გასცა.

ეს საქმე ძალიან რთული გამოვიდა. ჩვენ ძალიან დიდხანს ვმუშაობდით თითოეული საქმის დასაბუთებაზე და მერე იმაზე, რომ ფაქტებით გაჯერებული. რადგან ეს არის უმძიმესი დანაშაული და ჩვენ თუ მოვიგებთ ამ საქმეს მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში სათანადო უნდა მიეზღოს ასეთი დანაშაულის ჩამდენებს ვინც არ უნდა იყოს ის და გამოძიების ვალდებულება ამ საქმის განხილვის შემდგომ ამ სახელმწიფოებს მაინც დარჩებათ. ჩვენ გვინდა, რომ სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს და დასაჯონ დამნაშავეები.

ეს ქართული მხარისთვისაც ცნობილია?
- ვინაიდან ჩვენი პოზიციაა, რომ დანაშაული ორივე მხარემ ჩაიდინა, ხოლო ჩვენ ადვოკატები, პრაქტიკულად ყველა საქმე ვასაჩივრებთ საქართველოს წინააღმდეგ, კლიენტის წინაშე ეთიკური ვალდებულება გვაქვს, რომ არ ვითანამშრომლოთ სახელმწიფოსთან არცერთ საქმეზე, ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარესთან თანამშრომლობაც გვეკრძალება.

ჩაითვლება თუ არა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი ღალატად?
- რასაც ჩვენ ვაკეთებთ ღალატი არ არის. ღალატი ისაა, რომ ვიღაც, უპასუხისმგებლო პროვოკაციაზე წამოეგო თუ თვითონ დაიწყო ომი. ისე, რომ მშვიდობიან მოსახლეობა არ გააფრთხილა, გააუბედურა ამდენი ოჯახი. დაგვაკარგინა ტერიტორია. აი, ის არის მოღალატე და არა ის ვინც მოღალატებს ებრძვის და ცდილობს მათ ასეთი საქციელისთვის პასუხი აგებინოს“.