ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი ტომ კრუზი გასული წლის 80-იანი წლებიდან, საიენტოლოგიური ეკლესიის აქტიური წევრია.
ცოტა ხნის წინ საიენტოლოგთა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ტომ კრუზს შეიძლება ეწოდოს მათი მოძღვრების იესო ქრისტე.
სპეციალურად გამართულ თავყრილობაზე კრუზი „რჩეულის ტიტულით“ დააჯილდოვეს. მას დიდი მისიაც დაეკისრა: ვალდებულია თავისი სარწმუნოება მთელ მსოფლიოში აქტიურად გაავრცელოს.
„ტომს, ისევე, როგორც იესო ქრისტეს, მკაცრად აკრიტიკებენ მისი შეხედულებების გამო. მომავალი თაობები მის სიმართლეს უთუოდ აღიარებენ. საიენტოლოგიაში ის ქრისტეს დონის ფიგურაა.“ - განაცხადა საიენტოლოგიური ეკლესიის მეთაურმა და მსახიობის ახლო მეგობარმა დევიდ მისკევიჯმა.