პოპ-მომღერალ შაკირასა და მის საყვარელს, ფეხბურთელ ჟერარ პიკეს სერიოზული პრობლემები აქვთ. როგორც დასავლური პრესა იტყობინება, შაკირა პიკეს დაშორდა.
წყვილის მეგობრის ინფორმაციით, რომელიც საკუთარ ვინაობას არ ამხელს, შაკირამ პიკეს მობილურ ტელეფონში სხვა ქალების მისამართით გაგზავნილი ვნებიანი წერილები აღმოაჩინა.
წყაროს თქმით, მომღერალმა ამის გამო პიკე მიატოვა.
სპორტსმენის წარმომადგენლის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა არ უარყოფს, რომ შაკირამ დროებით ურთიერთობის შეწყვეტა არჩია.
რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ შაკირა ორსულადაა. მომღერალი ფეხმძიმობის მესამე თვეშია.