ხმაურიანი იყო საჩხერის რაიონში სოფელ ჭალის მოსახლეობასთან გამგებელ ზურაბ ცერცვაძისა და პარლამენტარების - ხათუნა ოჩიაურის და დავით დარჩიაშვილის შეხვედრა. დეპუტატებმა და გამგებელმა ჭალელებს სამთავრობო პროგრამა გააცნეს, თუმცა, სოფლის მოსახლეობამ მათ მწვავე პრობლემებზე საუბროთ უპასუხა და ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა. ჭალის მოსახლეობა სოფლის ერთ-ერთ მთავარ პრობლემა უწყლობას ასახელებენ.