ბოლო პერიოდის ერთ–ერთმა ყველაზე პოპულარულმა ამერიკელმა კინო–ვარსკვლავმა – ბრედ პიტმა, ყველასათვის მოულოდნელად, ფილმ “დაკარგულ ქალაქ Z-ში“ მთავარი როლის შესრულებაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ რომ, მთავარი როლის შესრულების გარდა, ბრეტ პიტი ფოლმის პროდიუსერიც უნდა ყოფილიყო, თუმცა, ფილმის რეჟისორს ჯეიმს გრემსა და კომპანია “პარამოუნტს“ შორის ფინანსური უთანხმოების გამო პროექტი დროში გაიწელა.
როგორც გაირკვა, სწორედ ამით აიხსნება პიტის უარი ფილმში მონაწილეობაზე, უარის თქმის შესახებ, თუმცა ღსანიშნავია, რომ ბრედი ჯერ კიდევ რჩება პროდიუსერად.
"დაკარგული ქალაქი" უნდა გადაიღონ ჟურნალისტ დევიდ გრანის მიერ 2009 წელს გამოცემული წიგნის საფუძველზე, რომელიც რეალურ ამბებს ეფუძვნება. მასში აღწერილია 1985 წელს, ცენტრალურ ბრაზილიაში დაკარგვა ბრიტანელების ექსპედიციისა, რომელსაც მკვლევარი პესი ფორსეტი ხელმძღვანელობდა. სწორედ ფორსეტის სახე უნდა გაეცოცხლებინა ფილმში ბრეტ პიტს.