ნატურალური ღვინოები, რომლებსაც საქართველოში მცირე და საშუალო მარნები აწარმოებენ, ევროპაში სულ უფრო პოპულარული ხდება. “თავადი მაყაშვილის მარნის“ ღვინოები კი გერმანიის ერთ–ერთ ყველაზე ძნელადშესაღწევ და კონსერვატორულ ბაზარზე წარმატებით მკვიდრდება.
მეღვინე–მევენახეთა ჯგუგი La Renaissance des Appellations 2001 წელს ფრანგმა ნიკოლა ჟოლიმ დააფუძნა. დღესდღეობით ბიომეღვინეთა ამ ელიტურ ჯგუფში 180 წევრია მსოფლიოს 13 ქვეყნიდან. ისინი, სულ მცირე, ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობენ ბიო და ბიოდინამიური მეთოდით და აღიარებენ მხოლოდ ნატურალური ღვინის ხარისხის საერთო ქარტიას.
ცოტა ხნის წინ, დიუსელდორფში ნატურალური ღვინოების გამოფენამ უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია. „თავადი მაყაშვილის მარნის“ ღვინოების შეძენის სურვილი რამდენიმე სავაჭრო ფირმამ გამოთქვა. კომპანიის ერთ–ერთი ხელმძღვნელი – სოლომონ ცაიშვილი იმედოვნებს, რომ გერმანელებთან ინტენსიური თანამშრომლობა 2011 წლიდან დაიწყება.
ღვინის კლუბი