"სუხიშვილების" ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი შეყვარებულია. როგორც შევიტყვეთ, ილიკოს რჩეული მსახიობ გია ბურჯანაძის ქალიშვილი, 23 წლის რუსა ბურჯანაძეა. რუსა და ილიკო უკვე 6 თვეა ერთად არიან და თუ მათ მეგობრებს დავუჯერებთ, დაოჯახებასაც აპირებენ. რუსასთვისაც და ილიკოსთვისაც ეს მეორე ქორწინება იქნება. ილიკოს პირველი მეუღლე მოცეკვავე გვანცა შერგელაშვილი გახლდათ, რომელიც სამხრეთ ამერიკაში გასტროლისას მოკლეს. რუსკას მეუღლე კი მსახიობი ბესო ზანგური იყო, მათმა ქორწინებამ ცოტა ხანს გასტანა.
- რუსკა, მართლა ქორწინდები ილიკო სუხიშვილზე?
- არა, დაქორწინებას არ ვაპირებთ. საიდან გაიგეთ?
- თბილისში არაფერი იმალება...
- ილიკოსთან დიდი ხანია ვმეგობრობ. მიყვარს როგორც მეგობარი, დაქორწინებას კი ნამდვილად არ ვაპირებთ.