ცნობილი კინომსახიობი მელ გიბსონი კონფლიქტურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ცნობილია რომ გიბსონს შვიდი ოფიციალური შვილი ჰყავს.
უახლოეს მომავალში მათ რიცხს შეიძლება 35 წლის ავსტრალიელი კარმა სლოანი დაემატოს.
„მწვანე კონტინენტზე“ მაცხოვრებელმა დიაცმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის ამერიკელი მსახიობის კანონიერი შვილია.
შორეულ 1976 წელს, სლოანის დედა, ქალბატონი კარმელი 17 წლის ბრძანებულა. იმ ხანად გიბსონს არავინ იცნობდა. ახალგაზრდებს ერთმანეთი გაუცვნიათ და ერთი თვის განმავლობაში ერთადაც ცხოვრობდნენ. ამ დროის გასვლის შემდეგ მისტერ მელი გოგონას თვალთახედვის არედან სამუდამოდ გაუჩინარდა.
გიბსონი აშშ-ში გადასახლდა, მაგრამ ავსტრალიაში ქვეყანას მისი შვილი - პაწია კარმა მოევლინა. ამ უკანასკნელს სურს რომ მსახიობმა მამობა ოფიციალურად აღიაროს.
უახლოეს მომავალში სასამართლო პროცესი გაიმართება. დიდია ალბათობა, რომ 56 წლის მსახიობი კიდევ ერთი შვილის მამა გახდეს.