ცნობილმა კინომსახიობმა, 41 წლის ნაომი უოტსმა ორი წლის წინ გარდაცვლილი კოლეგა ჰიტ ლეჯერი გაიხსენა.
მსახიობებს ერთმანეთთან განსაკუთრებული ახლობლობა აკავშირებდათ.
„მის თვალებში იყო რაღაც საოცრად ღრმა. მათთვის დაუსრულებლად შეგეძლოთ გეცქერათ და თვალები უსიტყვოდ გიამბობდნენ ათას ისტორიას.“
უოტსს დღემდე უჭირს დაღუპულ კოლეგაზე საუბარი.
„ჰიტის ძალა კი არ გაშინებდათ, პირიქით, გაინტრიგებდათ.“ - განაცხადა ნაომი უოტსმა.