რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პოპულარული მსახიობი, 51 წლის ჟან-კლოდ ვან დამი „დიდ სპორტს“ უბრუნდება.
ბელგიური ფესვების მქონე ამერიკელმა ბრიტანულ რეალითი-შოუში, „დახურულ კარს მიღმა“ მონაწილეობა მიიღო.
ამ გადაცემების დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა წარმატებულმა კიკსბოქსინგის მებრძოლმა გადაწყვიტა, რომ საბრძოლო არენას კვლავ დაუბრუნდეს.
ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში ვან დამი ვინმე სომლუკ კამენსინგს დაუპირისპირდება.
ამ შერკინებისთვის „სპორტსმენმა“ რამდენიმე თვიანი შესვენება აიღო და მხატვრულ ფილმებში გადაღებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.