დასეტყვილი ბაღ-ვენახები, დაზიანებული სახლები, ზარალით შეწუხებული მოსახლეობა- ასეთი სურათი დახვდათ კოალიციის წევრებს სოფელ ვაჩნაძიანში. მოსახლეობა აცხადებს, რომ ზარალის რაოდენობა გაცილებით დიდია, ვიდრე ის კომპენსაცია, რომელსაც ხელისუფლება გასცემს. "ქართული ოცნების " ლიდერებმა მოსახლეობას თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს ბიუჯეტში გადარიცხული 80 მილიონი ლარი თითოეულ დაზარალებულთან მივიდეს.