თეა წულუკიანი ნაძალადევში აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა(VIDEO)

თეა წულუკიანი ნაძალადევში აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა(VIDEO)

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ყოფილი ბამბის ნართის ქარხნის საერთო საცხოვრებელში შესახლებულ დევნილებს კოალიციის პროგრამა გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა. შემდეგ კი ადგილობრივთა უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი ოთახები დაათვალიერა.

„აქ საკმაოდ დამსახურებული ადამიანები ცხოვრობენ უკიდურესად მძიმე პირობებში და ეს ხელისუფლებას არ აინტერესებს. მე დავპირდი ნაძალადევის მოსახლეობას, რომ პარლამენტში ჩემი სახით მათ ეყოლება ადამიანი, რომელიც მათი პრობლემების გადასაჭრელად იბრძოლებს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.