ველისციხელებმა მიხეილ სააკაშვილის ძმა სოფლიდან გააძევეს

ველისციხელებმა მიხეილ სააკაშვილის ძმა სოფლიდან გააძევეს

ველისციხელებმა მიხეილ სააკაშვილის ძმა სოფლიდან გააძევეს. მოსახლეობა დავით სააკაშვილს ტყუილი დაპირებების გამო დაუპირისპირდა, რის გამოც მას სოფლის დატოვება მოსთხოვეს. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგებლები ადგილობრივებს ატყუებენ და 400-ლარიან პენსიას ჰპირდებიან.

მათივე თქმით, მოქმედი ხელისუფლების დროს ველისციხეში ბევრი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი განხორციელდა, ამიტომ მათ ნაციონალული მოძრაობის სისხლიანი რეჟიმის დაბრუნდება არ სურთ.

მოსახლეობის ბრალდებებზე “ქრონიკამ” დავით სააკაშვილთან გასაუბრება სცადა, თუმცა დასმულ შეკითხვებას სააკაშვილმა არ უპასუხა და მისმა ხარდამჭერებმა, ის ფაქტობრივად, მანქანაში გამოკეტეს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.