გია ვოლსკი: სამწუხაროა,რომ

გია ვოლსკი: სამწუხაროა,რომ "ევროპულ საქართველო" ამ თემით სპეკულირებს და პოლიტიკურ ჩარჩოში სვამს

"შინაარსითაც და პათოსითაც ჩვენ ყოველთვის პოზიციას გამოვხატავდით საკმაოდ მკაფიოდ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით,რომელიც არ ეხება მხოლოდ უკრაინას, ეს ეხება რეგიონული უსაფრთხოების თემას .

სამწუხაროა,რომ "ევროპულ საქართველო"   ამ თემით სპეკულირებს და პოლიტიკურ ჩარჩოში სვამს. სერიოზული მსჯელობაა საჭირო , სპონტანური გადაწყვეტილებების ნაცვლად. რეგიონში საკმაოდ დამაფიქრებელი ვითარება შექმნილი. საერთაშორისო დამოკიდებულება თქვენ იცით ,ჩვენი დამოკიდებულებაც იგივეა, გამოიხატება თუ არა ეს რეზოლუციით ,ამას მარტო ჩემს თავზე ვერ ავიღებ,მაგრამ პოზიცია რასაკვირველია იგივეა ,რაც მთელს მსოფლიოს აქვს ამასთან დაკავშირებით და საფრთხე ჩვენთვის საგანგებოა და მნიშვნელოვანი, შავი ზღვის აკვატორიას ეხება."