ავღანეთში ქართველი სამხედროებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს გაიმართება

ავღანეთში ქართველი სამხედროებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს გაიმართება

ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს, 26 ნოემბერს ჩატარდება. შესაბამის ბიულეტენებს ცსკ-ის წარმომადგენლები საქართველოში არჩევნების მეორე ტურისთვის, 28 ნოემბრისთვის ჩამოიტანენ.

ამასთან, საზღვარგარეთის საარჩევნო ოლქებში არჩევნების დღეს – 28 ნოემბერს ხმის მიცემა ღამის 12:00 საათამდე გაგრძელდება.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ეს დღე უქმე იქნება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გარეთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე იყრიან კენჭს.