ბიძინა ივანიშვილმა ხალხის წყალობით ძალიან კარგად დაინახა ვინ ვინაა – ინგა ბერიკაშვილი

ბიძინა ივანიშვილმა ხალხის წყალობით ძალიან კარგად დაინახა ვინ ვინაა – ინგა ბერიკაშვილი

უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” გუნდში მყოფი ე.წ. “შინაურების” ნეგატიურ გავლენაზე წერს. მისი თქმით “ქართულ ოცნებას” ამ ადამიანებმა დიდი ზიანი მოუტანეს და იმედოვნებს რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი ძალიან მალე დადგება.

“კოჰაბიტაციაზე დიდი ზიანი ქართული ოცნების გუნდის სიძლიერეს მოუტანა “შინაურებად” წოდებულმა შურიანმა ხალხმა! საკმარისი იყო ბიძინას კეთილგანწყობა მოეპოვებინა ვინმეს, ეგრევე იწყებოდა მის წინააღმდეგ გუნდში ბრძოლა წესების გარეშე, ზღვარსგადასული ცილისწამება და გაუგონარი შეურაცხმყოფელი კამპანია! დღესაც იგივე გრძელდება და მარტო კოჰაბიტაციას ნუ დავაბრალებთ. პორტირებულ ნაცებს არ უკადრებიათ ზოგჯერ ის სიბინძურე რაც იკადრა ე.წ. “შინაურებმა” რომელიც ბოღმამ, შურმა და საკუთარმა არასრულფასოვნების კომპექსებმა ისე დააბრმავა, რომ ქვეყნის, მთავრობის და ზოგადად ჯანსაღი აზროვნების წინააღმდეგ ყველაფერი იკადრა!  აი ამიტომ ვამბობ, სასწრაფოდაა მისაღები ცილისწამების მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში, რომ ხალხს კანონით მაინც ვაიძულოთ ადამინების უფლებების დაცვა რაკი თავიანთი ამორალური ხასიათი ამის საშუალებას არ აძლევს!

დაიღალა ქვეყანა ამდენი ტყუილისგან და სიბინძურისგან, ამდენი ნეგატივი ისევ ქვეყანას უბრუნდება ნეგატივით და დროა ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი და ყველას მიეჩინოს თავისი ადგილი! ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად დაინახა ხალხის წყალობით ვინ ვინაა, ვინ რა იკადრა და ვინ რა მოითმინა მისი პატივისცემიდან გამომდინარე და ამას წერტილი დაესმევა მალე! ყველა დადგება იქ სადაც იმსახურებს!  ქვეყანაში გაუნათლებელი, უენტელექტო და ამორალური ხალხის ბოგინი უნდა დასრულდეს! ყველას წარმატება უნდა გვიხაროდეს რადგან ყველანი წარმატებულები თუ ვიქნებით უფრო მეტ კარგ საქმეს გავუკეთებთ ქვეყანას და ხალხს!”-წერს ინგა ბერიკაშვილი.