ლევანს ბერძენიშვილს დიდ პატივს¬ ვცემდი, მაგრამ გამაგიჟა, როცა ეს ნაბიჯი გადადგა და ვაშაძის მხარდამჭერებში აღმოჩნდა, - ამის შესახებ განცხადებას მსახიობი ზურა ყიფშიძე აკეთებს.
"ახლა დავუბრუნდეთ ისევ ქალბატონ სალომეს. შემრცხვა¬ მათ მაგივრად, ვინც ქართული დაუწუნა. მერე რა, რომ ლევან ბერძენიშვილივით მჭევრმეტყველი არ არის. ბატონ ლევანს დიდ პატივს¬ ვცემდი, მაგრამ გამაგიჟა, როცა ეს ნაბიჯი გადადგა და ვაშაძის მხარდამჭერებში აღმოჩნდა.
ამას წინათ, დილაუთენია, მირე¬კავს ქალბატონი, პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშ¬აძემ თქვა, თეატრები დოტაც¬იაზე არ უნდა იყოს, თავი თვითონ¬ შეინახონო. თუ მართლა ასე ამბობს,¬ დეგენერატი ყოფ¬ილა-მეთქი. ამან კი არ დაწერა¬ პირდაპირ?¬ ვაშაძეს მეუღლე მაინც არ ჰყავდეს ხელოვანი, მან ხომ კარგად იცის, რაც ხდება თეატ¬რში?!
ფეხბურთელ¬ებს რატომ ვაძლევთ ფულს, მაინც ცუდად თამაშობენო, ამბობს კაცი, რომელსაც პრეზიდენტობაზე აქვს პრეტენზია. როგორ შეიძლება იყო იმ პარტიის გულშემატკივარი,¬ რომელსაც ასეთი კაცი ჰყავს კანდიდატად. "ნაცმოძრაობის" ადგილას¬ საერთოდ არ გამო¬ვჩნდებოდი¬. ვაშაძემ - პირველად რასაც გავაკეთებ, შევიწყალებ სააკაშვილს და დანარჩენებსო. რა უნდა ელაპარაკო ახლა მაგას! საგიჟეთში მაინც დააწვინონ ეს კაცი, ავად არის აშკარად", - ამბობს ყიფშიძე "კვირის პალიტრასთან"