"ნაცმოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება გული გამისკდეს" - ყიფშიძე

"ვაშაძემ - პირველად რასაც გავაკეთებ, შევიწყალებ სააკაშვილს და დანარჩენებსო. რა უნდა ელაპარაკო ახლა მაგას!" - ამის შესახებ განცხადებას მსახიობი ზურა ყიფშიძე აკეთებს.

მსახიობს სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების სჯერა და მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მობრუნება დაუშვებელია.

კითხვაზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, როგორ განვითარდება მოვლენები, მსახიობი ასე პასუხობს:

"აუჰ, ან უნდა გაუყვე კუდიგორის გზას, ან კიდევ ომობანა, დაპირისპირება დაიწყოს. წარმოდგენაც არ მინდა, შეიძლება გული გამისკდეს. სხვა რომ არაფერი, სირცხვილია! სააკაშვილის რეჟიმის მობრუნება დაუშვებელია!

მე სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების მჯერა! დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოცვას - ვნახოთ, როგორი გუნდი შეიკვრება. დღეს "ქართული ოცნების" გუნდი "ჭრიჭინებს". შეცდომებში, გაურკვევლობასა და ბურუსში ვიყავით და ამას არც მალავენ. უნდა დავწყნარდეთ, დავისვენოთ. ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, პოლიტიკით ვართ შეპყრობილი. ვერ დავალაგეთ ქვეყანა და გაუთავებელ მოლოდინსა და გარდამავალ პერიოდში ვართ", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ზურა ყიფშიძე.