თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 წლის ანა ნაცვლიშვილის სასტიკი მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა.
თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლული იპოვეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით გოგონას შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.