“ნაცებს” კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ… გადაირევა გვარამია... ერთ კილო წიწაკას შეჭამს…” - უფლებადამცველი

“ნაცებს” კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ… გადაირევა გვარამია... ერთ კილო წიწაკას შეჭამს…” - უფლებადამცველი

ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო. ანგარიშის ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსია.

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშში, რომლის ავტორიცაა ევროპარლამენტარი, ანდრეს მამიკინსი, გამოთქმულია ევროპარლამენტის მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს რეფორმების პროცესში.

აღნიშნულ ინფორმაციას უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციაში დადებითადაა შეფასებული ასოცირების შესრულების პროცესი. ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს განაგრძოს სტაბილურობისა და დემოკრატიული რეფორმების პროცესი,ასევე მოახდინოს ეკონომიკური და სოციალური უზრუნველყოფა იმ მოქალაქეებისთვის,ვისაც ეხება სიღარიბე და უმუშევრობა.

გადაირევა გვარამია, ახლა ევროპარლამენტარებს დაუწყებს წყევლა-კრულვას და პროტესტის ნიშნად ერთ კილო წიწაკას შეჭამს... მოკლედ,"ნაცებს" კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ!!!" - წერს ლილუაშვილი.