თაკო ჩარკვიანმა პარტია “კანონი და სამართალი” შექმნა -

თაკო ჩარკვიანმა პარტია “კანონი და სამართალი” შექმნა - "დეტალებზე ვისაუბრებთ პრესკონფერენციაზე"

"დიდი ხანია უკვე, რაც შევქმენი პარტია და ეს გაჟღერდება არჩევნების შემდეგ, რადგან ბატონი გრიგოლ ვაშაძისთვის ხელი არ შეგვეშალა არჩევნებამდე. ეს პარტია ემხრობა იმას, რომ სათავეში მოვიდეს პრეზიდენტად გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ჩვენ - თანამოაზრეები ვინც ვართ, ამ საზოგადოებაში ყველა უკლებლივ, ხმას ვაძლევთ მას" - ამის შესახებ პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა 2020news- სთან საუბარში განაცხადა.

"პარტიის შესახებ კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბრებთ პრესკონფერენციაზე 28 ნოემბრის შემდეგ.

მე არ მეუხერხულება იმის თქმა, რომ ჩვენ არ ვემხრობოდით „ნაციონალურ მოძრაობას". ჩემს სიცოცხლეში არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. ამას მათ გასაგონად ვამბობ, ვინც რაღაც სისულეეებს წერს ხოლმე. ჩვენ ვინც არასდროს არ ვყოფილვართ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები გადავდეთ ყველაფერი ახლა და ყველა ხმას ვაძლევთ გრიგოლ ვაშაძეს.

სახელწოდება არის „კანონი და სამართალი" და შემთხვევით არ არის ამ გაერთიანების სახელი ასეთი. რისი შიშებიც იყო, რომ ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლების დროს დანაშაულებები ხდებოდა, ეს შიში უნდა გავაქროთ კანონიერად და სამართლებრივად. ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ დააანონსა კოალიციური მთავრობა, რაც გამორიცხავს დანაშაულებრივი ქმედებების განახლებას", - აღნიშნა ჩარკვიანმა.