ირმა ინაშვილი: ბოკერია პანიკაშია! ჯერ სადა ხარ, გიგა!

ირმა ინაშვილი: ბოკერია პანიკაშია! ჯერ სადა ხარ, გიგა!

ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„ჰაჰაჰა... ბოკერია პანიკაშია!

ჩემი კონსტიტუციური უფლებაა,- მივიღო ან არ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა. დავუჭირო მხარი კონკრეტულ კანდიდატს და არ დავუჭირო მხარი- სხვას. ვინ ეკითხება ბოკერიას, განმისაზღვროს ან ჩემი არჩევანი, ან ვინ ეკითხება ბოკერიას,- მოუწოდოს „ქართულ ოცნებას“, რომ არ მიიღოს ჩემი მხარდაჭერა. სულ არ მაინტერესებს, რას ფიქრობს ჩემს გადაწყვეტილებაზე „ქართული ოცნება“. ზურაბიშვილის მხარდაჭერით მხარს „ქართულ ოცნებას“ არ ვუჭერ, მხარს ვუჭერ მარტივ ჭეშმარიტებას- სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმი ხელისუფლებაში ვეღარასდროს უნდა მოვიდეს და ვერც მოვა! ბოკერიამ კიდევ გააგრძელოს პანიკურ მდგომარეობაში ყოფნა. ჯერ სადა ხარ, გიგა“, - წერს ინაშვილი.