„️ვინც ძალიან მიამიტი ბრძანდებით და გჯერათ, რომ ეს სუბიექტი სავლედან პავლედ გადაიქცა, კარგად მოუსმინეთ მის „ფეისბუქ“-ლაივებს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ისევ იმავე დანაღმულ ველზე უნდა ატაროს ერი და ბერი...
მიხეილ სააკაშვილი: „რომელი ეკლესია დავანგრიე? გლდანის ფარდული?“
როგორც ხედავთ, „ურალი“, რომლითაც ეკლესია შეანგრია, კვლავ დაქოქილ მდგომარეობაში ჰყავს...“ - წერს ჩრდილელი.