ირაკლი კაკაბაძე: ხმას ვაძლევ სალომეს, ის სჯობია ისევ ვიდრე კგბ-ს ოფიცერი ვაშაძე!

ირაკლი კაკაბაძე: ხმას ვაძლევ სალომეს, ის სჯობია ისევ ვიდრე კგბ-ს ოფიცერი ვაშაძე!

ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებული ვარ. „ნაცებს“ საქართველოს მტრებად ვთვლი საფუძვლიანად – ბევრი ვიცი მათს შესახებ.

საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ვუჭერ ამ ჯერზე სალომე ზურაბიშვილს, რომელიც გაიზარდა ქართველი ემიგრანტი პატრიოტების შვილი, გაზრდილი საფრანგეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მუშაობდა საფრანგეთის საგარეო სამსახურში. ჰქონდა შეცდომები, მაგრამ მათი მიტევება შეიძლება. მაგრამ, ის ქალია და ის სჯობია ისევ ვიდრე კგბ-ს ოფიცერი ვაშაძე.

მე მირჩევნია საფრანგეთის საგარეო სერვისის ოფიცერი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის დაზვერვის ოფიცერ ვაშაძეს.

ეს არის ამ არჩევნებში ერთადერთი და უალტერნატივო არჩევანი.

არა კოჰაბიტაციას! არა ნაციზმს! არა ავტოკრატიას! არა ოკუპაციას! არა ძალადობას! არა ომს და არა სამოქალაქო ომს!

მე ხმას ვაძლევ სალომეს. წერტილი“, - წერს ირაკლი კაკაბაძე.