უშიკიშვილი: არანაირ პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებას არ ვაპირებ, ჩემი საქმე ძალიან მიყვარს

უშიკიშვილი: არანაირ პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებას არ ვაპირებ, ჩემი საქმე ძალიან მიყვარს

"ბევრი მირეკავს და მეკითხება ამ ინფორმაციის შესახებ. მინდა ყველას ერთად ვუპასუხო რომ არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებას. ეს ინფორმაცია უბრალოდ მოგონილია.

ჩემი საქმე მაქვს რომელიც ძალიან მიყვარს", - ამის შესახებ მომღერალმა გიორგი უშიკიშვილმა განაცხადა.

თაკო ჩარკვიანმა "პალიტრანიუსის" ეთერში დააანონსა, რომ ის აპირებს პოლიტიკური პარტიის "კანონი და სამართალი" დაფუძნებას.