მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ცარიელ ხელებით და პრაქტიკულად, მედიისა და პიარის გარეშე უწევს დამტკიცება, რომ არც აგენტია და არც საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში.
„აქ ახსნილია, საბჭოთა "სუკ" მა როგორ მოიგონა ფეიკნიუსები ... რითაც დღეს მებრძვის "ყოფილი" საბჭოთა დიპლომატიის მსახური და საბჭოთა პროპაგანდის ტექნოლოგიებზე გაზრდილნი, მისივე რუსი პიარისტები ... მთელ მსოფლიოს ათეულ წლების განმავლობაში დააჯერეს ამავე ტეხნოლოგიებით, რომ კატინის სამარხავში აღმოჩენილი 8000 პოლონელი ოფიცერის გვამი მათი კი არა და გერმანელების მიერ იყვნენ დახოცილნი!!!
მე კი, ცარიელ ხელებით და პრაქტიკულად, მედიასა და პიარის გარეშე უნდა დაგიმტკიცოთ, რომ არც აგენტი ვარ, არც საქართველოს ვადანაშაულებ, ან კიდევ რომ არც მეგრელები და არც კახელები მძულს", - წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე.