დღეს დილით გამოცემამ „The Sun” ცნობილ ბრიტანელ მუსიკოს, სერ პოლ მაკარტნისთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. მაკარტნიმ თავისი ქვეყნის ფეხბურთის ასოციაცია, ოლიმპიურ ნაკრებში დევიდ ბექჰემის არ შეყვანის გამო მკაცრად გააკრიტიკა.
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, სტიუარტ პირს ბექჰემი ნაკრების რიგებში უნდა შეეყვანა. ოლიმპიური თამაშების დებულების თანახმად, პირსს უფლება ჰქონდა გუნდში 23 წელს გადაცილებული სამი ფეხბურთელი დაეყენებინა.
სამწუხაროდ ფეხბურთის ასოციაციამ და სერ სტიუარტმა დევიდი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა.
გუშინ ამ ფაქტს სერ პოლ მაკარტნი გამოეხმაურა.
„დევიდ ბექჰემის მიმართ ამორალურად მოიქცნენ. ამ ადამიანს ინგლისური ფეხბურთის მიმართ დიდი წვლილი მიუძღვის. მის ნაცვლად გუნდში 38 წლის რაიან გიგზი, 33 წლის კრეიგ ბელამი და 24 წლის მაიკ რიჩარდსი აიყვანეს. ბექჰემი უსინდისოდ მოატყუეს. მის ნაცვლად დაყენებული მოთამაშეებიც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს. მთელმა ინგლისმა იცოდა, რომ ბექჰემს ლონდონში უნდა ეასპარეზა.
ექვსი წლის წინ, ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება მოვიპოვეთ და ამ საქმეში დევიდმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. მას ღვაწლი არ დაუფასეს. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ბექჰემისნაირ პატრიოტებს არ აფასებენ.“ - განაცხადა სერ პოლ მაკარტნიმ.