ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური იხსენებს რა ვითარება იყო 2003 წელს. ცხინვალში პრობლემა აღარ იყო საერთოდ, ავტობუსები დადიოდა რაჭაში ცხინვალის გავლით და ხალხი დაბრუნებული იყო და იქ უკვე საუბარი იყო რაღაცების აშენებაზე. აფხაზეთში 2000 წელს იყო დაბრუნებული 30 000 კაცი, გალის რაიონში 2003 წელს - 60 000 კაცი.
"რა მივიღეთ ნაცების დროს ვხედავთ, 100-ზე მეტი სოფელი წაიღეს, ეს მათთვის ქვაღორღია, მაგრამ ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და ამათი მობრუნება გვინდა?
მინდა საზოგადოებას მივმართო, გავიხსენოთ ხალხო რაც იყო. როგორ არ ვილაპარაკოთ, როცა ამ წარსული შემოქმედი ხალხს უნდა უკან დაბრუნება, ვინც 160 ახალგაზრდა ქუჩაში დახვრიტა, ვინც წელიწადში 150 კაცს ქუჩაში კლავდა და აქედან მესამედს ძალადობის კვალი ეტყობოდა.
მთელს საბჭოთა კავშირში 70-80 იან წლებში 50 კაცს არ ხვრეტდნენ და ესენი ციხეში წამებაში კლავდნენ.
ხელისუფლება რომელიც ატერორებს საკუთარ ხალხს. 10 000 კაცს მარტო ნებაყოფლობით აქვს დაწერილი ქონების გადაცემა, სახელმწიფოსთვის ჩუქება" - განაცხადე ოთხმეზურმა.