"ოფიცრებო! დაგავიწყდათ თქვენი ჯარისკაცები როგორ გეძებდნენ და ვერ გპოულობდნენ?" - მაიორი

თადარიგის ოფიცერი ზაურ მაკარაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

,,მე ვარ თადარიგის მაიორი ზაურ მაკარაძე და მე მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს. იმავდროულად მოვითხოვ თავდაცვის სამინისტრომ თავიდან გამოიძიოს 2008 წლის ომის მოვლენები და ყველაფერს გაეცეს პასუხი:

1) ვინ გასცა ბრძანება ქალაქ ცხინვალში ჩვენი ქვედანაყოფის შესვლის შესახებ მაშინ, როდესაც თავდაცვის სამინისტროში ყველა დამუშავებულ გეგმებიდან გამომდინარე არც ერთ ქვედანაყოფს არ ჰქონდა განსაზღვრული ბრძოლის რაიონად ქ. ცხინვალი, რადგან ტაქტიკურად არ წარმოადგენდა ბრძოლისთვის მნიშვნელოვან რაიონს.

2) ომი კი არ დაუწყია სააკაშვილს მან ავანტიურა დაიწყო,რომელიც გამიზნული იყო იმ სტრატეგიული რაიონების გადასაცემად რუსეთზე, რომელიც დავკარგეთ. თავისუფლად შეიძლებოდა ყოველივე ეს პოზიციური ბრძოლებით დასრულებულიყო, როგორც ეს მოხდა 2004 და 2006 წლებში.

3) მივმართავ იმ ყოფილ ოფიცრებს, რომლებიც ცდილობენ ქართველი ჯარისკაცები ჩააბან ბინძურ ავანტიურაში. შეჩერდით და გონს მოდით სანამ დროა, თორემ ყოველ თქვენთაგანს აქვს პასუხი გასაცემი იმ მოვლენებზე თუ სად იყავით და რას აკეთებდით. ხომ არ დაგავიწყდათ თქვენი ჯარისკაცები როგორ გეძებდნენ და ვერ გპოულობდნენ, ხოლო ომის დამთავრების შემდეგ ყველა დეზერტირად გამოაცხადეთ? თქვენ კი მათი დაღვრილი სისხლით მედლები ჩამოიკიდეთ, ნუთუ არ გამძიმებთ ეს საკუთარი ჯარისკაცების სისხლით გაჟღენთილი მედლები?"