“მაინც ვიპოვი და გაჩენის დღეს ვაწყევლინებ…” – დოდო გუგეშაშვილი (ვიდეო)

“მაინც ვიპოვი და გაჩენის დღეს ვაწყევლინებ…” – დოდო გუგეშაშვილი (ვიდეო)

“მე ცრემლის, შვების უფლებას არ მივცემ თავს, სანამ მკვლელებს არ ვიპოვნი. ჩემი მწუხარება გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ცრემლი… დედის მწუხარება ყველაზე მძიმეა…

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ არც ისე ძლიერი ვარ, როგორიც ვჩანვარ. ჩემს თავს ცრემლის უფლებას მივცემ მაშინ, როდესაც ჩემი შვილის მკვლელებს, დამკვეთებს ვიპოვი და გაჩენის დღეს ვაწყევლინებ”, – ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკმა, დოდო გუგეშაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “სიცრუის დეტექტორი” განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს მოხდა. დედა-შვილს საცხოვრებელ სახლში დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, ხოლო მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით თავდამსხმელი პოლიციას ჯერჯერობით არ დაუკავებია.