სამხედრო პირი, თუნდაც თადარიგში მყოფი, პარტიულ ვიდეო-რგოლში არ უნდა გამოჩნდეს – ლევან ლორთქიფანიძე

სამხედრო პირი, თუნდაც თადარიგში მყოფი, პარტიულ ვიდეო-რგოლში არ უნდა გამოჩნდეს – ლევან ლორთქიფანიძე

სამოქალაქო აქტივისტ ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, სამხედრო პირი, თუნდაც თადარიგში მყოფი, პარტიულ ვიდეო-რგოლში არ უნდა გამოჩნდეს. ამის შესახებ ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს.

“თუ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა სურს გაწევრიანდეს პარტიაში, გახდეს მისი ოფიციალური აქტივისტი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად. ჯარსა და პარტიებს შორის ურთიერთობა მკაცრად რეგულირდება. პოლიტიკურმა ორგანიზაციამ თავად არ უნდა იკადროს ჯარის თემით მანიპულირება, მითუმეტეს თუ პარტია თავდაჯერებულია და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება.”- წერს ლევან ლორთქიფანიძე.