სააკაშვილმა, მისმა ბიძამ და კიდევ სხვა კგბ-შნიკებმა ომის დროს იარაღის ვაჭრობით ხელი მოითბეს – ირაკლი კაკაბაძე

სააკაშვილმა, მისმა ბიძამ და კიდევ სხვა კგბ-შნიკებმა ომის დროს იარაღის ვაჭრობით ხელი მოითბეს – ირაკლი კაკაბაძე

მწერალი ირაკლი კაკაბაძე პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, სოციალურ ქსელში გაგზავნილ მუქარის შემცველ განცხადებებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ეს მუქარები არის სრულიად მიუღებელი ნებისმიერი ცივილიზებული საზოგადოებისთვის.

“სალომე ზურაბიშვილი კი არ არის მოღალატე, არამედ მიშა სააკაშვილი – კგბ-ს ჯარების ლეიტენანტი, რომელმაც 2008 წელს თავისი ხელით ჩააბარა ოკუპანტს ტერიტორიები და შესწირა უდანაშაულო ადამიანები. რუსები რომ საქართველოს დამპყრობლები არიან 200 წელია ვიცით, მაგრამ რუსის ამ პროვოკაციაზე აყოლა იყო სწორედაც რომ ღალატი.

ჩვენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ჯერ კიდევ 2007 წელს გვეუბნებოდნენ (და ამაზე კონდოლისა რაისმაც დაწერა თავის წიგნში), რომ რუსების პროვოკაციას არ უნდა ავყვეთ. მიშა სააკაშვილმა ეს გააკეთა და ამით ჩააბარა რუსეთს საქართველოს ბევრი ტერიტორია. ჩვენი ამერიკელი მეგობრები გვაფრთხილებდნენ ამის შესახებ დიდ ხნის განმავლობაში.

მიშა სააკაშვილმა და მისმა ბიძამ და კიდევ სხვა კგბ-შნიკებმა ომის დროს იარაღის ვაჭრობით ხელი მოითბეს. რამოდენიმე მილიარდი დოლარის იარაღი გაიყიდა ომის დროს. აი, რა არის ღალატი. სასწრაფოდ უნდა შეწყდეს მუქარები სალომე ზურაბიშვილის მიმართ.”- ამბობს ირაკლი კაკაბაძე.