“რუსთავი 2” თავის ჩვეულ სტილში უნებართვოდ და პროვოკაციულად შემოიჭრა ჩვენს ოფისში

“რუსთავი 2” თავის ჩვეულ სტილში უნებართვოდ და პროვოკაციულად შემოიჭრა ჩვენს ოფისში

სამოქალაქო მოძრაობა “არა ნაციზმს”  “რუსთავი2”-ს საქმიანობაში ხელშეშლაში ადანაშაულებს და განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტი 2018 წლის 12 ნოემბრით თარიღდება.

“დღეს დაახლოებით 12:10 წუთზე, “რუსთავი 2” თავის ჩვეულ სტილში უნებართვოდ და პროვოკაციულად შემოიჭრა ჩვენს ოფისში და სცადეს სამუშაო პროცესის ჩაშლა.

მათ განემარტათ, რომ მოქალაქეებთან საუბრის დამთავრებისთანავე მიიღებდნენ განმარტებას, რაც არ გაითვალისწინეს და სცადეს ხელი შეეშალათ მოქალაქეებისათვის, რომლებიც საკუთარ პრობლემებზე სასაუბროდ იყვნენ მოსულები.

აღნიშნული ქმედება სცილდება ჟურნალისტურ საქმიანობას და ემსახურება წინასაარჩევნოდ ყველა დამოუკიდებელი ჯგუფის დემორალიზაცია-დისკრედიტაციას, რაც ჩვენ შემთხვევაში არ გამოუვიდათ და არც შემდეგში გამოუვათ, ამიტომ მოვუწოდებთ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობას, ნუ გაცდებიან ჟურნალისტური საქმიანობის საზღვრებს, ნუ ეცდებიან ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია წინასაარჩევნოდ და ხელი შეგვიშალონ ჩვენი საქმიანობის განხორციელებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ სამართლებრივ გზებს მათი უკანონო ქმედებების აღსაკვეთად.”– ნათქვამია განცხადებაში.