მეტეხის ხიდზე ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ღონისძიება მიმდინარეობს.
მეტეხის ხიდზე მივიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. მეტეხის ხიდზე ასევე იმყოფებიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამაუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
ხიდზე იმყოფება მრევლი, სასულიერო პირები ყვავილებითა და სანთლებით.