"ევროპული საქართველოს" ვარკეთილის ორგანიზაციამ პარტია სრული შემადგენლობით დატოვა.
პარტიის ყოფილი წევრები ამის მიზეზად არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას ასახელებენ. ისინი ამბობენ, რომ გუნდში კონსულტაციები ჰქონდათ და გადაწყვეტილებაც ერთობლივად მიიღეს.