პოეტ დავით მაღრაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნდება გამეორდება ყველაფერი ის, რაც მისი თქმით 9 წლის განმავლობაში ხდებოდა ქვეყანაში. მაღრაძე საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს რუსეთის მიერ გამოგზავნილ ადამიანს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ოკუპანტის მიზანი საქართველოში არეულობის დაწყებაა.
"დღეს ვისი ინტერესია ჩვენ ქვეყანაშია არეულობა? – ჩვენი მეზობელი რუსეთის, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს მიწა-წყალი. ადრე მაინც ნიღბავდა თავის მოქმედების არეალს და უფრო აგენტურული ქსელით მოქმედებდა და დღეს თავისი ოფიციალური თანამშრომლებით გამოვიდა ასპარეზზე, როგორიც არის ამხანაგი ვაშაძე და სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია, პირდაპირ, რუსეთმა ეს ადამიანები მივლინებით გამოუშვა საქართველოში და ეს გაამჟღავნა ამხანაგმა ვაშაძემ, დაანონსა, რომ გადაკეტავენ ქუჩებს. ეს არის მათი ჩანაფიქრი. ამ აღვირახსნილი ფეთხუმების აგრესიული რევანშის საფრთხის საპირწონედ დადგება მთელი საქართველო, როგორც ერთი- ქუდზე კაცი”, – განაცხადა დავით მაღრაძემ.