შეხვედრები იქნება ძალიან მაშტაბური, შეხვედრები იქნება ყველა ქალაქში,ყველა სოფელში. ქალბატონი სალომე ამ პროცესებში ძალიან აქტიურად მონაწილეობს,იგი ამ წუთებშიც აქ იმყოფება და საზოგადოების წინაშეც ძალიან ბევრჯერ,ხშირად გამოჩნდება.უშუალოდ მას ექნება შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან.
გარდა ამისა, საზოგადოებამ უკვე მოისმინა და კიდევ ბევრი გადაწყვეტილების თაობაზე იქნება ინფორმირებული. იმ გადაწყვეტილებების,რომელიც იქნება სრულიად ადეკვატური საზოგადოებაში არსებული გამოწვევების. იმავდროლად ხდება სრული მობილიზება ჩვენი მხარდამჭერების. დარწმუნებული ვარ,რომ ეს არჩევნების შედეგებზეც შესაბამისად აისახება