საქართველოში ისევ მიწისძვრა მოხდა

საქართველოში ისევ მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ონთან, სოფელ მართგაჯინაში იმავე ადგილას დაფიქსირდა, სადაც გუშინ, 6 ოქტომბერს 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისძვრის სიმძლავრე, პირველადი ინფორმაციით, 3.0 მაგნიტუდა იყო.

მანამდე მიწისძვრა თბილისში მოხდა.