ლევან გაჩეჩილაძე: ჩემი და სხვისი თავისუფლება არ დაითმობა, ამიტომაც მოვედი აქ

ლევან გაჩეჩილაძე: ჩემი და სხვისი თავისუფლება არ დაითმობა, ამიტომაც მოვედი აქ

„მე ვიცავ თავისუფლებას“ ლოზუნგით დღეს რუსთაველის გამზირზე, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. როგორც აქციის წევრები განმარტავენ, შეკრების მთავარი მიზანია, მოსახლეობას წინა ხელისუფლების მმართველობის წლები შეახსენონ.

„ჩემი და სხვისი თავისუფლება არ დაითმობა, ამიტომაც მოვედი აქ“, - ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემ რუსთაველის გამზირზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მოსული ვარ თქვენი თავისუფლებისთვის. არცერთი დღე ჩემი მეგობრების, თანამოაზრეების ბრძოლისა არ ყოფილა ისე, რომ ძალადობის წინააღმდეგ დიდი ძალისხმევა არ ყოფილიყო. არაფერი ღირს ქვეყანაზე იმად, რომ დათმობილ იქნას ჩემი და სხვისი თავისუფლება და განსაკუთრებით, ჩემი საქართველოს თავისუფლება. ჩემი და სხვისი თავისუფლება არ დაითმობა. ამიტომაც მოვედი აქ. შვიდ  ნოემბერთან დაკავშირებით, 1200 ინტერვიუ მაქვს მიცემული“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, დღესვე რუსთაველის გამზირზე სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ მშვიდობიან მსვლელობას – „გვახსოვს 7 ნოემბერი“ – გამართავს.