პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ საუბრობს.ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ ყოფილა მასთან რაიმე სახის მოლაპარაკება, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „თანაგუნდელებთან მოლაპარაკება არავის სჭირდება იმისათვის, რომ თავის ადგილზე იმუშაონ."
„ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან კარგად ვაფასებ, ჩემი მეგობარია. ნიჭიერი, ენერგიული ადამიანია და თუკი ჩაერთვება ამ თემაში, რატომაც არა. ჩვენი თანაგუნდელები არიან ჩვენი თანაგუნდელები და არავის მოლაპარაკება არ სჭირდება იმისათვის, რომ თავის ადგილზე და მისთვის ხელმისაწვდომ მიმართულებებზე იმუშაოს. ირაკლი ღარიბაშვილი და ბევრი სხვა იქნება იმ ჯარისკაცად, როგორც ყოველთვის მოიაზრებოდნენ ქართულ ოცნებაში," - განაცხადა გია ვოლსკიმ.