"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი საგარეჯოს არჩევნებს იხსენებს, როდესაც ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი, უხუფაშვილი კი პარლამენტის თავმჯოდმარე იყო. ინაშვილი ხიდაშელს მაშინაც და ახლაც არცევნების გაყალბებაში ადანაშაულებს:
"თავდაცვის მაშინდელი მინისტრი “ქართული ოცნების” საგარეჯოს საარჩევნო შტაბში იჯდა და ჯარისკაცთა 500 ხმით გაყალბებულ არჩევნებში “გამარჯვებას” ზეიმობდა. მე - უჯარმის საარჩევნო უბანზე ნაომარი, ტალახში ამოსვრილი კანდიდატი, გაყინულ-გათოშილი, ჩემს ალალ-მართალ მხარდამჭერებთან ერთად, თბილისისკენ დავიძარი. ის არჩევნები გააყალბა ხელისუფლებამ, რომელიც თავად სულ დაჩაგრული იყო სააკაშვილის არჩევნებში. არჩევნები გააყალბა თინა ხიდაშელმა, რომელიც შევარდნაძის ეპოქაში მუდმივად წუხდა - არჩევნები ყალბდებაო. პროტესტი ჰქონდა ხალხს, ერთ დღეში რუსთაველის ძეგლთან 18 000 კაცი შეიკრიბა. საგარეჯოს 2015 წლის არჩევნებში იმდენად დიდი იყო უსამართლობა, რომ ხელისუფლებამ ამას გვერდი მაინც ვერ აუარა და ე.წ. სპეცუბნები ამის შემდეგ გააუქმა.
წლები გავიდა. ტელევიზორში თინა ხიდაშელს მოვკარი თვალი. არ ენდოთ ასეთ ხალხს. მათი სიტყვა შორსაა გულწრფელობისა და სიმართლისაგან! არც მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარეა სინამდვილეში ფასეულობებისათვის მებრძოლი კაცი. ცოლის მიერ გაყალბებულ არჩევნებზე ისე გაიტრუნა, ასეთ კაცს ივანიშვილმა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეობა როგორ ანდო… ჭკუას ნუ გვასწავლის ნურც თინა გამყალბებლოვა და ნურც დავით კომუნისტინი, სირცხვილია, უბრალოდ", – აცხადებს ინაშვილი.