"სააკაშვილის პარტიის წევრები ისე არიან, ხელკეტებს ლამის პრეზერვატივები წამოაცვან" - ელისაშვილი

თბილისის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი არ ჩანს მაშინ, როდესაც აჟიტირებული სააკაშვილი ლამისაა გამოძვრეს ტელევიზორში.

"პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიდის და „ქართული ოცნების“ კანდიდატი არის დამალული. ძალიან სევდიანი ამბავია, თან მეორეს მხრივ აჟიტირებულ მიხეილ სააკაშვილს ვუყურებთ, რომელიც ლამისაა გამოძვრეს ტელევიზორში. სააკაშვილი ხან თითებს გვიქნევს, გვემუქრება და მისი პარტიის წევრები ისე არიან, ხელკეტებს ლამის პრეზერვატივები წამოაცვან. მანამდე ხომ ვითომ გაიაზრეს ძველი შეცდომები, მაგრამ როგორც კი სისუსტე ნახეს ხელისუფლების, ნახეთ როგორ ამბავში ჩავარდნენ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა "360 გრადუსში".