სალომე ზურაბიშვილი გადამალეს? - სად გაქრა

სალომე ზურაბიშვილი გადამალეს? - სად გაქრა "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი

საპრეზიდენტო არჩევნებში განცდილი კრახის შემდეგ, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებაში არ ჩნდება.

ზურაბიშვილი მმართველ პოლიტიკურ პარტიაში მიდის, თუმცა მედიას არ პასუხობს. 

არსებული ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზურაბიშვილი მედიას მოარიდონ.  მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზურაბიშვილი აქტიურ კამპანიას უახლოეს დღეებში დაიწყებს.  პრეზიდენტობის კანდიდატმა ბოლო განცხადება ერთი კვირის წინ გააკეთა, როცა თქვა, რომ ის მეორე ტურში ბრძოლას აგრძელებს.