7 ნოემბრის საპროტესტო აქციების შემდეგ 11 წელი გავიდა. კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ზუსტად იმავე მეთოდებით მოქმედებს, რასაც ადგილი ჰქონდა 2007 წლის 7 ნოემბერს:
„7 ნოემბერს ქართულმა საზოგადოებამ სამართლიანად არ აპატია იმ ხელისუფლებას მოპყრობა ადამიანების მიმართ, ტელევიზიისა და ჟურნალისტების მიმართ. რასაც ჩვენ ვუყურებთ, ამ ხელისუფლებამ გამოიტანა გაკვეთილი, რომ გათელოს ადამიანის უფლებები, რუსთაველზე ზუსტად იმ ადგილას დაუხიოს და წაართვას კარვები ზაზა სარალიძეს, გამოიტანა გაკვეთილი რომ დღეს საზოგადოებას ემუქრებოდეს სამოქალაქო დაპირისპირებით, გამოიტანა გაკვეთილი რომ ებრძოდეს "რუსთავი 2"-ს როგორც წინა ხელისუფლება დაისაჯა ამისთვის, რომელიც პარალელურად ბევრ რამეს აკეთებდა სხვათაშორის, ზუსტად ეს ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაისაჯოს იმიტომ რომ ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ერთი უნდა ებრძოლო ადამიანის პრობლემებს და მეორე არ უნდა დაარღვიო ადამიანის უფლებები,“-ამბობს ელენე ხოშტარია.