"ივანიშვილის გვერდით ვხდავთ დავით ზეიკიძეს, რომელიც ავტომატით ხელში მიტინგებს არბევდა და გოგა ხაინდრავას, რომელიც ხალხს ხვრეტდა"

"კაცი, რომელიც ერთი დღის წინ საუბრობდა იმაზე, რომ ერთი წელი მომეცით და პრობლემებს მოვაგვარებო, დღეს ახდენს ისეთი ხალხის მობილიზებას, რომლებიც პირდაპირ არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები" - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "არჩევანის" ეთერში გააკეთა.
ნიკა მელიას მაგალითისთვის გოგა ხაინდრავა, სოსო გოგაშვილი და დათო ზეიკიძე მოჰყავს.

"დღეს ჩვენ ვხედავთ ოლეგ იაძე, ჯაჭვლიანი, სოსო გოგაშვილი, დავით ზეიკიძე გახსოვთ ალბათ, ადამიანი, რომელიც მიტინგებს არბევდა ავტომატით 90-იან წლებში და შეიარაღებული რაზმით იმელის შენობაში შევარდა, პოლიციის სამმართველოს უფროსი რომ იყო... გოგა ხაინდრავა ხალხს ხვრეტდა... სოსო გოგაშვილი, რომელიც სოციალურ დაუცბელის სტატუსით მოვიდა და მილიონებითაა დღეს გამდიდრებული... " - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, ხალხი ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში და არა აქვთ ელემენტარული საკვების და გზის ფული.