ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, ბიძინა ივანიშვილს სიცრუეში ადანაშაულებს.
ნიკა მელია ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი ხალხს ატყუებს იმით, რომ, თუ კი გრიგოლ ვაშაძეს აირჩევს, ძველი რეჟიმი დაბრუნდება. რეალურად კი საუბარია გაერთიანებულ ოპოზიციაზე, რომელშიც გაერთიანებული ისეთი ადამიანებით, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის წევრები არასდროს არ ყოფილან.
"ეს არის ოპოზიციური გაერთიანება, სადაც ბევრი ადამიანია გაერთიანებული, რომლებიც არათუ მოკავშირე არ იყვნენ, მკვეთრად დაპირისპირებული იყვნენ ჩვენთან. დღეს მე ვიყავი რეგიონში შეხვედრაზე, სადაც ვისხედით შტაბის წევრები. 15 ადამიანიდან, 7 იყო 2016 წელს ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი. ყველა ნორმალური ადამიანი, ვისაც უკეთესობა უნდოდა და კიდევ დაუჯერეს ივანიშვილს, ეს ადამიანები დღეს არიან გაერთიანებულ ოპოზიციაში. მეღიმება, პარლამენტში ნახევარი ნაციონალური მოძრაობა ოცნებაშია. ოპოზიციურმა გაერთიანებამ 601 ათასი ხმა აიღო და თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ეს ხმები ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო, არ არის ასე. აქ არიან პარტიები, სამოქალაქო ატივისტები, რომლებიც მკვეთრად არიან დაპირისპირებული. ეს ადამიანები ამბობენ, რომ ვებრძოდი მურუსიძეს, დააწინაურეს, ვებრძოდით პროკურორებს დააწინაურეს, პოლიტიკოსებს რომლებსაც ვებრძოდით, არიანქ ართული ოცნების დეპუტაციაში..." - განაცხადა ნიკა მელიამ
ნიკა მელია ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენებას და გირაოს შეფარდებასაც ეხმაურება.
მისი თქმით, ისე ჩატარდა სასამართლო, რომ ვერავინ გაიგო და არავის სჯერა, რომ ეს გარიგების შედეგი არ იყო.
„ეს ადამიანი კამერის პირისპირ რომ ტირილის პირას არის, აგრძელებს იმას, რასაც აკეთებდა მთელი 6 წლის განმავლობაში, დაისვა საკუთარი ძმაკაცი ფარცხალაძე და უთხრა - ოთარ, ჩემო ძმაო, ახლა მე მჭირდება, ხალხი იქნებ მოვატყუო და დავაჯერო, რომ არ არსებობს ხელშეუხებელი ადამიანი და გეხვეწები, წადი პოლიციაში, მერე ვითომ რაღაც ბრალს წაგიყენებენ და 5000 ლარიც გადაიხადე რა, 5000 ლარი არის ერთი ხარისხიანი ბოტასის ფული. რესტორანში შესვლა-გამოსვლის ფულია მისთვის. თუ ვინმეს სჯერა, რომ ეს სასამართლო ივანიშვილ-ფარცხალაძის შეთანხმების საგაანი, არ იყო, ადამიანი, რომელიც მულტიმილოინერი გახდა“ - განაცხადა ნიკა მელიამ.