"ყირაზე რომ დადგნენ, თანამდებობა მაინც არ მინდა" - "ოცნება" თაკო ჩარკვიანს კულტურის მინისტრის მოადგილეობას სთავაზობდა

პუბლიცისტი, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილი თაკო ჩარკვიანი, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერია, "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას, მას კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტს სთავაზობდნენ, თუმცა უარი უთხრა.

“ოცნება“ როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ საუბარი იყო კულტურის მინისტრობის მოადგილეობაზე, მაგრამ იქ არავინ მიმიშვებდა, რადგან საყრდისი ჰქონდათ ასაფეთქებელი და ამაზე თაკო ჩარკვიანი ხელს არ მოაწერდა. ჩემი მართვა შეუძლებელია! მაშინ გურამ ოდიშარია იყო კულტურის მინისტრი და მან დამირეკა ამ პოსტის თაობაზე. იქ გაუგონარი ამბავი მოხდა, ჩემი აზრი ვთქვი მაშინ, რადგან უნდა სცოდნოდათ, მე რა მინდოდა.

ეს ის ხელისუფლება არ იყო, რომელსაც იდეალისტი თაკო ჩარკვიანი სჭირდებოდა. მე კულტურის მინისტრის მოადგილის კი ფულით კი არ უნდა მეცხოვრა, ჩემი ქმარი ბიზნესმენია და ბევრად მეტი შემოსავალი მაქვს, ვიდრე მინისტრის მოადგილეს ექნებოდა. მოვა ახალი ხელისუფლენა და მახავთ, რომ მე არც მაშინ ვიქნები კულტურის მინისტრი თუ მინისტრის მოადგილე.

- გპირდებიან თანამდებობას?

ყირაზე რომ დადგნენ, მაინც არ მინდა არანაირი თანამდებობა. მხოლოდ იდეალისტები და პატრიოტები ფიქრობენ ქვეყანაზე და მე რომელიღაცა ვარ ან ორივე “- ამბობს თაკო ჩარკვიანი.