კაშია:ბავშვობისას, შიშით ბუფეტში ვერ ჩავდიოდი, მუცელი მტკიოდა შიმშილისგან

კაშია:ბავშვობისას, შიშით ბუფეტში ვერ ჩავდიოდი, მუცელი მტკიოდა შიმშილისგან

გურამ კაშიამ ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ბავშვებს ბულინგის შესახებ ესაუბრა და თავისი მაგალითი მოიყვანა:

„როდესაც სიარული დავიწყე ფეხბურთზე, პოპულარული არ იყო ეს სკოლაში. სპორტი არ იყო საერთოდ პოპულარული და ისეთი დრო იყო, სპორტი არავის აინტერესებდა. როგორ ვთქვა, უფრო კრიმინალური მენტალიტეტის „კაი ბიჭები“ იყვნენ და გეკითხებოდნენ, „კაი ბიჭობა“ გირჩევნია თუ ტორტი და ტორტი უნდა აგერჩია აუცილებლად, თორემ ჩაჭრილი იყავი. მიხარია, რომ ეს მენტალიტეტი ისპობა და სპორტი შემოდის ბავშვებში. სკოლაში რომ დავდიოდი, ბუფეტში ჩასვლის მეშინოდა. ვერ ჩავდიოდი იმიტომ, რომ „კაი ბიჭები“ იდგნენ, ოთხნი-ხუთნი და "ხურდა მომე, ბიჭო"-ს იძახდნენ. ამ ბავშვების მართლა მეშინოდა, რადგან მეც პატარა ვიყავი. პრობლემას გავურბოდი, არავის ვეუბნებოდი, მუცელი მტკივდებოდა, მშიერი ვიჯექი სამი გაკვეთილი“, – განაცხადა ფეხბურთელმა.